3-5 მაისს, ბათუმში, ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-6 საერთაშორისო გამოფენა "EXPO BATUMI 2013" გაიმართება, რომლის ორგანიზატორიც საქართველოში მოქმედი კომპანია შპს „GEONET EXPO" -ა. „GEONET EXPO" საქართველოში ერთ-ერთი პირველი საგამოფენო კომპანიაა და ბათუმში გამოფენების ორგანიზებით, ხელს უწყოს რეგიონში გამოფენების განვითარებას, მისი ძირითადი მიზანია ბათუმში საერთაშორისო გამოფენის ორგანიზებაა.
EXPO BATUMI წამყვანი ტურისტული ღონისძიებაა და იგი ბათუმში ტრადიციულად მეექვსე წელია იმართება. მასში მონაწილეობას ქართული და უცხოური ტურისტული კომპანიები იღებენ.
EXPO BATUMI-ში მონაწილეობენ, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიები, სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნების და ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები.
გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ კომპანიები შემდეგი ქვეყნებიდან: თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, ლიტვა, ისრაელი, პოლონეთი და სხვ. გამოფენის მიმდინარეობისას იგეგმება სარეკლამო, საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები მონაწილეთათვის და შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან.
გამოფენის თანაორგანიზატორები არიან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და ბათუმის ტურისტული სააგენტო.