1-ელ მარტს, თბილისის ისტორიის მუზეუმ "ქარვასლაში" გერმანელი ფოტოგრაფის და ადამიანის უფლებათა დამცველის, ჰელგა პარისის ფოტოგამოფენა გაიხსნება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ჰელგა პარისის საქართველოში და სხვადასხვა ქვეყნებში გადაღებული სერიები, რომლებიც მის ბიოგრაფიასაც უკავშირდება.
გამოფენა წარმოაჩენს ერთ-ერთ ყველაზე უკომპრომისო და მოქალაქეობრივი თუ ზნეობრივი გარდაქმნებისათვოს მებრძოლ ფოტოხელოვანს, პორტრეტული ჟანრის ოსტატს, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით განავითარებს თავის ძიებებს ფოტოგრაფიაში და მუდამ სიახლეს ეძებს.
ჰელგა პარისი არ ცნობდა ჩაკეტილ თემატურ საზღვრებს. 1970-80-იან წლებში შექმნა სერიები ბერლინის ლუდხანებზე, მოგზაურობაზე ტრანსილვანიაში, ბერლინის ახალგაზრდობაზე, აგრესიის თემაზე. ამავე პერიოდში იმოგზაურა საქართველოში, სადაც შექმნა სერია "ქალურობის" თემაზე.
გამოფენის ორგანიზატორია უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტი და გოეთეს ინსტიტუტი.