ხვალ, 22 თებერვალს, 15:00 საათზე, სამხატვრო აკადემიის მცირე საგამოფენო დარბაზში როკ კლუბის ფოტო გამოფენა და აკუსტიკური კონცერტი გაიმართება.
გამოფენა ეძღვნება ცოცხალი მუსიკის დღეს და როკ კლუბის დახურვის ერთი წლისთავს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება როკ კლუბში ჩატარებული ღონისძიებების ფოტოები, აევე ნაჩვენები იქნება კლუბში გადაღებული კონცერტებისა და არტ საღამოების ვიდეოები.
აღსანიშნავია, რომ 24 თებერვალი არის ქართული ცოცხალი მუსიკის დღე. ამ დღეს ერთი წლის წინ დაიხურა ერთადერთი როკ კლუბი საქართველოში, რომელიც სტაბილური სცენა იყო თანამედროვე სუბკულტურის ტირაჟირებისთვის. როკ კლუბში ასევე ხორციელდებოდა პროექტი "არტ საღამოები"(ლიბ.გე ჯგუფთან ერთად), რომელიც მუსიკისა და ლიტერატურის სინთეზს წარმოადგენდა.
როკ კლუბის საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც იმის მიუხედავად, რომ არ ფუნქციონირებს, აკეთებს ცალკეულ პროექტებს. ერთ-ერთი ასეთი პროექტია როკ კლუბის ფოტო გამოფენა.
გამოფენის ორგანიზატორია ქ. თბილისის მერიის კულტურის სამსახური და სამხატვრო აკადემია.