პოეტთა პორტრეტებისა და ხელნაწერებისადმი მიძღვნილ Bონჰამს აუქციონზე ოსკარ უაილდის ლექსის "საჰაერო ბურთი" (Les Ballons) ხელნაწერი გაიყიდება. ეს არის ავტორის მიერ დატოვებული ლექსის ხელნაწერის ერთადერთი ეგზემპლარი.
Les Ballons პირველად 1887 წელს გამოიცა, თუმცა უაილდმა მასზე მუშაობა 1883 წელს აშშ- სა და კანადაში მოგზაურობიდან საფრანგეთის დედაქალაქში პარიზში დაბრუნებისას დაიწყო. პარიზში ის იანვრიდან მაისამდე ცხოვრობდა. ლექსში აღწერილია ბავშვებისგან მიღებული პოეტის შთაბეჭდილება, რომლებიც ტიულერის ბაღში საჰაერო ბურთებს უშვებდნენ.
ხელნაწერი 22-25 ათას დოლარად ფასდება. აუქციონი 8 მაისს გაიმართება. აუქციონის სახლის საიტზე განთავსდა ინფორმაცია, რომლის თანახმად ამავე დღეს ვაჭრობის მეორე სესია გაიმართება, სადაც როა დევიდსის კოლექცია გაიყიდება, რომელიც 40 წლის განმავლობაში აგროვებდა პოეტების ხელნაწერებსა და პორტრეტებს. საერთO ჯამში - 10 აპრილსა და 8 მაისს 500 ლოტი გაიყიდება,რომელთა ღირებულება 600 დოლარიდან 70 000 შეადგეგენს.
ცნობილია, რომ გაიყიდება შარლოტა ბრონტეს, ტ.ს. ელიოტის, ტედ ჰიუზის და სილვია პლატის ხელნაწერები,მ აგრამ ზუსტად რომელი ნაწარმოების ხელნაწერები არ კონკრეტდება.
ყველა ლოტის კატალოგი ვაჭრობამდე ერთი თვით ადრე Bონჰამს საიტზე გამოქვეყნდება.