15 მარტს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში თამარ გვერდწითელი სოლო კონცერტს გამართავს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ღონისძიების ორგანიზატორმა დავით ოქიტაშვილმა განუცხადა, "კონცერტზე თამარ გვერდწითელი შეასრულებს ყველა ცნობილ სიმღერას, რომელიც იცის მსმენელმა. სცენაზე გვერდწითელთან ერთად იმღერებენ ანსამბლი "შვიდკაცა", "სიმებიანი კვარტეტი". კონცერტის დაწყებამდე კი ნაჩვენები იქნება 10 წუთიანი დოკუმენტური ფილმი თავად მომღერლის შესახებ. ფილმში წარმოდგენილია საინტერესო კოლაჟი მომღერლის სასცენო მოღვაწეობის შესახებ, რომელიც საზოგადოებისთვის უცნობია."-განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.
კონცერტზე მისული ყველა სტუმარი წითელ ხალიჩაზე გაივლის. საღამოს დამდგმელი რეჟისორია დათო დოიაშვილი.
კონცერტის შემდეგ კი ფილარმონიის წინ თამრიკო გვერდწითელის ვარსკვლავი გაიხსნება. მოსკოვში მოღვაწე ქართველი მომღერალი თამარ გვერდწითელი 19 წლ;ის ასაკში გაიმარჯვა საერთაშორისო კონკურსში "წითელ მიხაკში" სოჭში.1982 წელს მონაწილეობა მიიღო პოპ-მუსიკის კონკურსში დრეზდენში,1988 - კონკურს "ოქროს ორფევსზე" გაიმარჯვა სოფიაში. ასევე გამოდიოდა სან-რემოსა და სოპოტის ფერსტივალებზე.
1989 წელს გვერდწითელი საქართველოს სახალხო არტისტი გახდა, ხოლო 2004 წელს რუსეთის.
მასალის გამოყენების პირობები