დღეს, 14 თებერვალს, 21:00 საათზე, თბილისი ივენთ ჰოლში ჯგუფი „UMATURMAN" სოლო კონცერტს გამართავს. ძმები კრისტოვსკები შეასრულებენ, როგორც ყველასათვის ცნობილ და საყვარელ ჰიტებს, ასევე, უამრავი ახალი სიმღერით წარსდგებიან მსმენელის წინაშე.
ღონისძიების After Party გაიმართება სასტუმრო რადისონში, 23:00 საათზე, სადაც საღამოს გაუძღვება ვახო კანდელაკი, ყველასათვის საყვარელ ჰიტებს შეასრულებს გიორგი სუხიტაშვილი და საღამოს მუსიკალურად გააფორმებს პაატა ანდრიაძის ბენდი. მოწვეული სტუმრებისათვის საღამოს გააგრძელებენ ჯგუფის სოლისტები ძმები კრისტოვსკები.
კონცერტი ახლადშექმნილი კომპანია ჯოი ფრომოუშენის ორგანიზებით ტარდება. ახალგაზრდა მეგობრების მიერ შექმნილი კომპანიის მიზანია საქართველოს ყველა ასაკისა და გემოვნების მსმენელის სურვილების შესრულება. ჯოი ფრომოუშენი
მომავალშიც უამრავ სიურპრიზს ჰპირდება ქართველ მსმენელს.
ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკის ‘'SOLO'' მომსახურება.