13 თებერვალს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში პროექტ "კვირის ექსპონატი" ფარგლებში გამოიფინება სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონები.
ლექსიკონები გადაწერილია ვინმე ზოსიმეს მიერ 1721-1722 წლებში. ლექსიკონის ზოგიერთი ადგილი თვით საბას ხელით არის ჩასწორებული.
პროექტი "კვირის ექსპონატი" ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენის დეპარტამენტი წარმოადგენს.
პროექტის ფარგლებში ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში, ყოველი ოთხშაბათიდან ერთი კვირის მანძილზე გამოიფინება ერთი ექსპონატი, რაც დამთვალიერებელს საშუალებას მისცემს უფრო ახლოს გაეცნოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავებში დაცულ ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას.