"ქართული კულტურის ოქროს ფონდის" პირველი ტომი გამოცა. პირველი ტომი მთლიანად კოტე მარჯანიშვილს დაეთმო. წიგნში კოტე მარჯანიშვილის მემუარები და მისი ცხოვრების უცნობი დეტალებია ასახული.
პროექტი საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის და გამომცემლობა "გუმბათის" ერთობლივი მუშაობის შედეგად დაიწყო.
"ქართული კულტურის ოქროს ფონდის" უამრავი მოღვაწის უცნობი მასალების გამოქვეყნებას გეგმავს, ტომების რაოდენობა 50-ს მიაღწევს. წიგნები თვეში ერთხელ გამოვა და მკითხველს მისი შეძენა ჟურნალ "სარკესთან" ერთად შეეძლება.