თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტები და სიმფონიური ორკესტრი 26 იანვარსა და 1 თებერვალს 19 საათზე თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტებს გამართავენ.
26 იანვარს სცენა დაეთმობათ ირინე ალექსიძეს, ირინე თაბორიძეს, მარიკა მაჩიტიძეს, არმაზ დარაშვილსა და ზაალ ხელაიას. კონცერტის პროგრამა მრავალფეროვანია: შესრულდება არიები და სცენები დონიცეტის, ვერდის, ბიზეს, პუჩინის, ჩილეას ოპერებიდან.
1 თებერვალს შეხვდებით ირინე რატიანს, თეიმურაზ გუგუშვილს, სულხან გველესიანს და ლეგი იმედაშვილს, რომლებიც იმღერებენ ვერდის, პუჩინის, ლეონკავალოს, ჩილეას, ჯორდანოს, ფალიაშვილის ნაწარმოებებს.
მომღერლებს პარტნიორობას გაუწევს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი, რომელსაც წარუძღვება დირიჟორი ჯანლუკა მარჩანო.