,,პრეზიდენტი თუ მაინც ვეტოს დაადებს ამნისტიის კანონპროექტს პარლამენტი მოემზადება იმისთვის, რომ ვეტო დაძლიოს", -განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ამნისტიის კანონპროექტის კომენტირებისას.
,,ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია რატომ უნდა შეუშალოს პრეზიდენტმა ხელი ამნისტიას, როგორც ჰუმანური აქტის აღსრულებას და რა არის ის არგუმენტი, რომელიც ადამიანების გათავისუფლების პროცესს შეაფერხებს. წარმოუდგენელი იქნება პრეზიდენტის მხრიდან ამგვარი გადაწყევტილება, რადგან ის თავად უნდა იყოს ადამიანების თავისუფლების გარანტი. Pპრეზიდენტი თუ მაინც ვეტოს დაადებს ამნისტიის კანონპროექტს პარლამენტი მოემზადება იმისთვის, რომ ვეტო დაძლიოს", -განაცხადა ბესელიამ.