სპორტი არის სპორტი, ამიტომ პოლიტიკა სპორტზე წინ არ უნდა დავაყენოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა განუცხადა.
მისი თქმით, სპორტული ინტერესი არ უნდა იყოს დარღვეული და საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაზე.
ყიფიანის განმარტებით, ის, რომ საქართველო მიიღებს სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას, ნორმალური პროცესია და "ეს პოლიტიკურ კონიუქტურას პირიქით, ხელს შეუწყობს".