,,პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ძალიან სავალალო შთაბეჭდილება დატოვა", - განაცხადა აკაკი მინაშვილმა პრემიერ-მინისტრის კანდიდატის ,,ნაციონალურ მოძრაობის" წევრებთან შეხვედრის შეფასებისას.
,,პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ძალიან სავალალო შთაბეჭდილება დატოვა. კიდევ უფრო არია ისედაც არეული ,,ქართული ოცნების" გეგმები. საარჩევნო პროგრამა იყო სულ სხვანაირად წარმოდგენილი, სულ სხვა განცხადებებს აკეთებენ მთავრობის წევრების კანდიდატები. გვქონდა იმედი, რომ პრემიერ-მინისტრი მაინც გასცემდა ამ შეკითხვებს პასუხს, თუმცა, პირიქით ყველაფერი აირია. თქვენ ნახეთ, რომ ამ ადამიანს არ აქვს არცერთი კონკრეტული პასუხი როდის, როგორ და რანაირად აპირებს დანაპირებების შესრულებას", _ განაცხადა აკაკი მინაშვილიმა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შეხვდა.