ყოფილმა ხელისუფლებამ ტელეკომპანია ,,იმედი" თავიდან მოიცილა, _ განაცახადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ "იმედის" ბადრი პატარკაციშვილის ოჯახზე გადაცემის კომენტირებისას.
მისვე განცხადებით, პატარკაციშვილის ოჯახსა და ყოფილ ხელისუფლებას ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევთ.
,,ორივე მხარემ ბევრ კითხვას საჯაროდ უნდა გასცენ პასუხი კერძოდ, მოხდა თუ არა ველების ჩამოწერა, რომელიც ტელეკომპანიას ჰქონდა დაგროვილი და იყო, თუ არა მართლაც პატარკაციშვილის ოჯახის მოთხოვნა ტელევიზიის დაბრუნების შესახებ. ჩვენ გვახსოვს გაზაფხულზე გაფორმებული მემორანდუმი ხელისუფლებასა და პატარკაციშვილის ოჯახს შორის, სადაც ისინი ტელეკომპანიაზე უარს აცხადებენ", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ქორიძემ.
მისივე განცხადებით, ყოფილმა ხელისუფლებამ ,იმედი" თავიდან მოიშორა.
"საბიუჯეტო სახსრები, რომელიც ქვეყანაშია აკუმულირებული წინა ხელისუფლებას ხელი აღარ მიუწვდება და დაკარგავს. ეს ის თანხებია, რომლითაც ახდენდნენ ,,რეალ ტვ"-ის ,,რუსთავი-2"-ის და ,,იმედის" დაფინანსებას. Aამიტომ გადაწყვიტეს საკუთარი რესურსები გადაანაწილონ და ერთი ტელევიზია მაინც შეინარჩუნონ და ალბათ, ეს ,,რუსთავი-2" იქნება. ანუ ყოფილმა ხელისუფლებამ ,,იმედის" მოშრება გადაწყვიტა, რაც მოსალოდნელი იყო, რადგან ტელეკომპანიას 14 მილიონი ლარი ჰქონდა დავალიანება", - განაცხადა ქორიძემ.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "იმედს" " ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი იბრუნებს. ტელეკომპანია "იმედს" ახალი მფლობელი 2011 წლის 29 დეკემბრიდან ჰყავდა. ამ პერიოდიდან ტელეკომპანიის ერთპიროვნულ მფლობელად კომპანია "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი" ითვლებოდა.