"მანდატურის სისტემა სკოლის კონცეფციის დარღვევას ემსახურება. წახალისებულია დასმენის ინსტიტუტი და ყველაფერი უმსგავსობა, რაც არ შეიძლება თავისუფალი მოქალაქის აღზრდის ხელშემწყობი პირობა იყოს", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" ,,თავისუფალი დემოკრატების" წევრმა, განათლების მიმართულების ხელმძღვენელმა ნინო გოგუაძემ. Mმისივე თქმით, მანდატურის ინსტიტუტის შემოღებით დასმენების სისტემა წახალისდა.
"მანდატურების სისტემა ემსახურება მხოლოდ სკოლის კონცეფციის დარღვევას.Mმანდატური ჩადგა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის, მშობელსა და მასწავლებელს შორის. Mმანდატურების ინსტიტუტი არის ისეთი სისტემა, რომელიც არა სკოლის დირექციას, არამედ პირდაპირ ექვემდებარება განათლების მინისტრს. ამით წახალისებულია დასმენის ინსტიტუტი და ყველაფერი უმსგავსობა, რაც არ შეიძლება თავისუფალი მოქალაქის აღზრდის ხელშემწყობი პირობა იყოს. Aასე, რომ მანდატურების ინსტიტუტი არის ჩემთვის, პირადად მიუღებელი და შესაცვლელი", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ნინო გოგუაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აზრით, მანდატურების საკითხი სკოლებში გადასახედია, რადგან მანდატურის ინსტიტუტი ბავშვებს ენის მიმტანებად აქცევს. "სკოლებში ისეთი ზედამხეველები, ე.წ. მანდატურები დავნიშნეთ, რომლებიც კი არ ზრდიან ჩვენს შვილებს, არამედ მათ ენის მიმტანებად აქცევენ. მათ Eენა მიაქვთ თავის მასწავლებლებზე, მეგობრებზე, ამიტომ ეს საკითხი კიდევ შესასწავლია. შიშით ვერ გაზრდით ჩვენს შვილებს", _ ბრძანა პატრიარქმა.