დღეს, 7 ივნისს, 20:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში საერთაშორისო ახალგაზრდული "კავკასიის ჯაზფესტივალის" ფარგლებში კონცერტი გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ დინი ვირსალაძის ბენდი (საქართველო), შარაკი (სომხეთი), მაია ბარათაშვილი (საქართველო), ჰელმუტ კაპლანის ტრიო (ავსტრია), ანლიმითედ და პაპუნა შარიქაძე (საქართველო).
კავკასიის ჯაზფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს ამ ჟანრის განვითარებას ამიერკავკასიაში. ასევე, მიზნად ისახავს ჯაზის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდა შემსრულებლების აღმოჩენას.
ფესტივალი საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.