ერთაწმინდის ეკლესიაში სარესტავრაციო სამუშაო მიმდინარეობს. ძეგლზე რესტავრატორები 20 ივნისამდე იმუშავებენ. ამჟამად მიმდინარეობს ძეგლის სადრენაჟე არხის გაწმენდა და ტაძრის ინტერიერში გაჯის ნალესობის ჩამოხსნა მხატვარ-რესტავრატორის ზედამხედველობით.
ერთაწმინდა "ესტატე წმინდის" შეცვლილი ფორმაა. წმინდა ევსტათის სახელობის XIII საუკუნის პირველი ნახევრის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ერთაწმინდის ცენტრში დგას. ერთაწმინდის ტაძარი სტილისტიკით იმეორებს XII-XII საუკუნეების ძეგლებს: იკორთას, ფიტარეთს, ბეთანიას, ქვათახევს, წუღრუღაშენს და სხვებს.
XVII საუკუნის დასაწყისიდან ტაძარი თარხნიშვილთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. შემდგომში ის სააკაძეების საგვარეულო საძვალეც გახდა. აქ არის დაკრძალული გიორგი სააკაძის ერთ-ერთი ვაჟის, მოწამებრივად დაღუპული პაატას მოკვეთილი თავი.