რენტგენით სხივების გამოყენებით, სპეციალისტებმა ოგიუსტ რენუარის ცნობილი ტილოს ქვეშ უცნობი პეიზაჟი აღმოაჩინეს.
ტილოს დეტალური შესწავლისას რესტავრატორებმა ყურადღება მიაქციეს იმას, რომ მწვანე საღებავის ფენა არასწორად იდო. რენტგენით გადაღებული სურათებით სპეციალისტებმა პორტრეტის ქვეშ პეიზაჟი დაინახეს.
"მოგვიხდა გადაგვებრუნებინა სურათი. პორტრეტის ქვეშ პეიზაჟი იმალებოდა. სურათზე შეიძლება გაარჩიო ხეებიც. შემოქმედების ამ პერიოდში რენუარმა თავი დაანება პეიზაჟის ჟანრს და პორტრეტებმა გაიტაცა", - აცხადებს რენუარის გამოფენის კურატორი ნინუ ციმერი.
ახალგაზრდა, ჯერ კიდევ უცნობი მხატვარი რენუარი იძულებული იყო გაეწია ეკონომია და ახალ სურათებს უკვე ძველ ტილოებზე ხატავდა.