თბილსში მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი ნიკოლოზ ცისკარიძე ჩამოვიდა. ბალეტის მსოფლიო ვარსკვლავი მარის ლიეპას ხსოვნისადმი მიძღვნილ გალაკონცერტში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ მოცეკვავემ მუსიკისა და დრამის თეატრში გამართულ პრეკონფერენციაზე ისაუბრა.
ნიკოლოზ ცისკარიძე გალა კონცერტზე ილზე ლიეპასთან და მარიანა რიჟკინასთან ერთად იცეკვებს. 7 ივნისს თბილისის საკონცერტო დარბაზში დაგეგმილია მარის ლიეპას საიუბილეო გალა კონცერტი, რომელიც საქველმოქმედოა. შემოსული თანხა ლეიკემიით და აუტიზმით დაავადებული ბავშვების მკურნალობას მოხმარდება.