ლადო გუდიაშვილის სურათს - ,,შავ ნაკადულთან''- კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №3/179 ბრძანებულების თანახმად, ფიზიკური პირის მ. ყაზაიშვილის კერძო საკუთრებაში არსებულ ლადო გუდიაშვილის ფერწერულ ტილოს ,,შავ ნაკადულთან'' კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი უკვე მიენიჭა.
დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, აღნიშნული სურათისათვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ მონაცემების ძეგლების სახელმწიფო რეესტრსა და სამინისტროს ინტერნეტ-გვერდზე ასახვა"- აღნიშნულია ბრძანებულებაში.
აღსანიშნავია, რომ ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ერთი თვის ვადაში.