დღეს, 30 მაისს, 15:00 საათზე, "ევროპის კვირეული თბილისში 2012" ფარგლებში, წიგნის მაღაზია "ლიგამუსში" ნიკოლ ბაშარანის წიგნის "ქალების ყველაზე ლამაზი ისტორია" პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნის თანაავტორები არიან ფრანსუაზ ერიტიე, მიშელ პრეო და სილვიან აგაზენსკი.
"ევროპის კვირეული თბილისში" ყოველწლიური ღონისძიებაა. მისი მიზანია გააღრმაოს კავშირები საქართველოსა და ევროპას შორის კულტურის, განათლებისა და სამოქალაქო დიალოგის გზით.