დღეს, 30 მაისს, 19:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში (წმ. სამების საკათედრო ტაძარი) გაიმართება დავით ხინტკირიას წიგნის "სხვისი სამოთხე" პრეზენტაცია.
ღონისძიებაში მონაწილეობენ ჯანსუღ ჩარკვიანი, ერეკლე საღლიანი, თემურ ჩალაბაშვილი, ომარ მხეიძე, როინ მეტრეველი, ვაჟა აზარაშვილი, მარიკა კვალიაშვილი და ფოლკლორული ანსამბლები.
ღონისძიება გიორგი მოსიაშვილისა და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება.
საღამოს დაესწრებიან საპატრიარქოს წარმომადგენლები, სასულიერო პირები, მწერლები და საზოგადო მოღვაწეები.