საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური, ბიძინა ივანიშვილს ასლან აბაშიძის ხვედრს უწინასწარმეტყველებს. ამის შესახებ მან ივანიშვილის იმ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე "მშვიდობის ხიდს" დაანგრევს.
წიკლაურის თქმით, ხიდები, გზები და ინფრასტრუქტურა კი არ უნდა დავანგრიოთ, არამედ ახალ-ახალი ავაშენოთ.
"რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებას, გამახსენდა ასლან აბაშიძე, რომელიც საქართველოს ისტორიაში ჩოლოქის ხიდის აფეთქებით შევიდა. ეს პოლიტიკოსი საქართველოში საერთოდ ვეღარ ბრუნდება. ვფიქრობ, რომ ივანიშვილიც მსგავს ხვედრს გაიზიარებს", - აღნიშნა წიკლაურმა.