"ნინო კალანდაძე რომ გვიცხადებს - დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსი არ იყო საქართველოს საზღვრებში - ეს ტყუილია", _ წერს საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" თავის გვერზე.
"ჩემი მინისტრობის გამოცდილებიდან ძალიან კარგად მახსოვს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში იდგა: ორი მონაკვეთი დაუდგენელი იყო - დავით გარეჯა და წითელი ხიდისა და პრეზიდენტების დონეზე უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილი", _ წერს ზურაბიშვილი და აგრძელებს: "იყო ჩემი წინადადება მეტადრე, რომ ჩვენ არა ერთი არგუმენტი გვქონდა საჩვენოდ! სამწუხაროა და სამარცხვინო, როცა მინისტრის მოადგილემ არ იცის განსხვავება დაუდგენელი საზღვრის მონაკვეთისა და " ჩვენ საზღვრებში არ შემავალი ტერიტორიას" შორის! სკანდალურია, როცა ხელისუფლების მთავარი დღევანდელი საქმე იმაში მდგომარეობს, ამტკიცოს, რომ არც სოხუმი და არც დავით გარეჯა საქართველოს ტერიტორიაში არ შედიოდა", _ წერს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ხაზგახმით აღნიშნავს: "ხან ომით ასხვისებენ ტერიტორიებს და ხან სიტყვით.... მოღალატეობა სხვა კი არაფერია!"