ჩინელმა და ავსტრიელმა მეცნიერებმა ავტონომიური პლაზმური სტერილიზატორი შეიმუშავეს, რომელიც 12-ვოლტიანი ბატარეებით მუშაობს და არ მოითხოვს გაზის მუდმივ მიწოდებას. აპარატი აწარმოებს პლაზმას, რომლის ტემპერატურა 20-23 ° C შეადგენს. მოწყობილობის დახმარებით ფირფიტაზე 17 ფენა ბაქტერიის სტერილიზება 5 წუთის განმავლობაში შეძლეს.
შემქმნელებმა აღნიშნეს, რომ ასეთი მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელია საველე პირობებში სტერლიზაციისთვის, ჭრილობის დამუშავების დროს ის არ ტოვებს კანის ზედაპირზე დამწვრობის კვალს. სპეციალისტების შეფასებით, მოწყობილობის წარმოებისას მისი თვითღირებულება 100 აშშ დოლარს არ გადააჭარბებს.