თელ-ავივის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს ვაქცინა "იმუცინი" (ImMucin), რომელიც გამოავლენს და ანადგურებს გარკვეული სახის კიბოს უჯრედებს, ასევე აძლიერებს იმუნიტეტს კიბოს წინააღმდეგ.
იმუნური სისტემის მიერ კიბოს უჯრედები ჩვეულებრივ არ აღიქმება როგორც საფრთხე. "იმუცინას" მოქმედება მიმართულია ორგანიზმის სწავლებისკენ, რეაგირება მოახდინოს ნივთიერებაზე სახელწოდებით მუცინ-1.
"ამ ცილას აღმოაჩენენ კიბოს უჯრედის ზედაპირზე. მას შეუძლია გამოიწვიოს სიმსივნის ზრდა. ნივთიერება ასევე შედის ჩვეულებრივი უჯრედების შემადგენლობაში, მაგრამ მისი შემცვლელობა იქ მცირეა, ამიტომ ვაქცინის შეყვანისას არ იწვევს იმუნურ რეაქციას", -იტყობინება იტარ-ტასი
პრეპარატის შემქმნელები მიიცნევენ, რომ "იმუცინი" შეიძლება გახდეს მცირე ზომის სიმსივნეების და ფართოდ გავრცელებული დაავადებების მკერდისა და წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატა) კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური საშუალება. ის ,ასევე სასარგებლო შეიძლება იყოს პაციენტებისთვის, ვინც გაიარა თერაპიის კურსი და რეციდივის საფრთხე ემუქრება.
ImMucin-მა დაკვირვების ქვეშ მყოფ ყველა პაციენტში, ვინც პრეპარატს 2-4 დოზით იღებდა, აჩვენა უნარი, მოეხდინა სპეციალური იმუნური პასუხის ფორმირება.