თბილისი.15.09.09."ჯი-ეიჩ-ენი". სამართალდამცველებმა მომღერალ ქეთა თოფურიას მამა დააკავეს.
ანდრო თოფურიას აყვანა 2 დღის წინ, ყირგიზეთში, ქალაქ ბიშკეკში მოხდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, 42 წლის ანდრო თოფურია აეროპორტშივე, მას შემდეგ დააკავეს, რაც მას ნარკოტიკული ნივთიერება აღმოუჩინეს.
ამ დროისთვის ქართველი მომღერლის მამა პატიმრობიდან გათავისუფლებია.
გავრცელებული ინფორმაციით, ანდრო თოფურიამ ადგილობრივი საავადმყოფოს ექიმის შესაბამისი ცნობა წარადგინა, რომლითაც მას საკმაოდ რთული რეაბილიტაციის კურსის ფარგლებში გამაყუჩებლის სახით ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების უფლება აქვს.