ძალიან დასანანია, რომ დღეს ჩვენ არა გვაქვს ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან, მიმაჩნია, რომ ეს ძალიან ცუდია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუდაპეშტში „მთავარ არხს“ განუცხადა.
"საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობაზე საუბარს 5 წუთზე მეტი სჭირდება. ის მრავალ წელს ითვლის.მე მჯერა, რომ ჩვენ გვექნება ძალიან ძლიერი ურთიერთობები. ჩვენ გვქონდა ეს და გვექნება მომავალშიც. მე ამაში დარწმუნებული ვარ. უკრაინელი ხალხი ძალიან მადლიერია ქართველი ხალხის, რომელმაც ამ ომის დაწყებისთანავე დიდი მხარდაჭერა გამოიჩინა და ჩვენც ყოველთვის პატივს ვცემდით და მხარს ვუჭერდით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ვფიქრობ, ძალიან დასანანია, რომ დღეს ჩვენ არა გვაქვს ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან. მე ვთვლი, რომ ეს ძალიან ცუდია. - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკი და აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძესთან კომუნიკაცია ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დროს არ ჰქონია.
"კობახიძესთან კომუნიკაცია არ გვქონია. არ მინდა რომ მოგატყუოთ", - განაცხადა ზელენსკიმ.