ლოს ანჯელესის მახლობლად ტყის ხანძარს ებრძვიან. დაწყებულია10 000-მდე ადამიანის ევაკუაცია. იუწყება Reuters
კალიფორნიის შტატში ტყის ხანძარი ორი დღის წინ, ლოს ანჯელესიდან 40 მილის დაშორებით გაჩნდა. ძლიერმა ქარმა კი ხანძრის სწრაფად გავრცელებას შეუწყო ხელი.
კალიფორნიის სამხრეთით მდებარე რამდენიმე ოლქის ხელმძღვანელობამ მოსახლეობას მოუწოდა, გამოიჩინონ სიფრთხილე, ხანძრის სწრაფად გავრცელების, ასევე ელექტროენერგიის შესაძლო გათიშვისა და წაქცეული ხეების გამო.
ქალაქ ვენტურის ადმინისტრაციამ მოსახლეობას თხოვნით მიმართა, შეზღუდონ წყლის მოხმარება, რათა მეხანძრეებს პრობლემა არ სეექმნათ. ხანძრის გამო, ვენტურის ოლქში 20-ზე მეტი სკოლა დაიხურა.