სენატორი მარკო რუბიო ფლორიდის შტატიდან, შესაძლოა აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივანი გახდეს.
ამის შესახებ ამერიკული გამოცემები The Hill და Politico იუწყებიან, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ ტრამპთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით.
რუბიომ ჯერ კიდევ 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, მოითხოვა რუსული ბანკების გათიშვა საერთაშორისო გადახდის სერვისის სისტემა SWIFT-დან.
2022 წლის იანვარში, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებამდე, რესპუბლიკელმა თავისი მოწოდება კვლავ გაიმეორა.
გარდა ამისა, ის მოუწოდებდა პერსონალური სანქციების შემოღებისკენ ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ხელმძღვანელობის რიგი სხვა მთავარი წარმომადგენლის წინააღმდეგ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში.
2022 წლის მარტის დასაწყისში, რუბიო სხვა რესპუბლიკელ სენატორთან, ჩას გრასლისთან ერთად, გამოვიდა ინიციატივით სანქციები დაწესებულიყო რუსეთის ყველა სახელმწიფო საწარმოს წინააღმდეგ.
აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინაში ომი "ჩიხში შევიდა" და რომ ის უნდა დასრულდეს.
ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ „უკრაინელები რუსული აგრესიისგან თავდაცვისას წარმოუდგენლად მამაცები და ძლიერები არიან.