რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, საერთო სახალხო მოძრაობის წევრი ლევან ბერძენიშვილი სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ნაციონალურ მოძრაობა 30 ან 40% პროცენტზე მეტი ხმის მოგროვებას ვერ შეძლებს.
"საპარლამენტო არჩევნებზე ნაციონალურ მოძრაობას აღარ ექნება ის მილიონები, რაც სააკაშვილის გამარჯვებას მოხმარდა. სააკაშვილმა დახარჯა ყველაფერი, რაც გააჩნდა როგორც ფინანსური, ასევე მორალური და სინდისის თვალსაზრისით. ხალხისთვის მიცემულ დანაპირებსაც შესრულება უნდა, რისი რესურსიც რეალურად არ არის. თანაც, სააკაშვილის რეიტინგი პარტიის რეიტინგს უსწრებს, ანუ თუ დღეს მან 55% დააგროვა, მისი პარტია 30 ან 40% პროცენტზე მეტი ხმის მოგროვებას ვერ შეძლებს, შესაბამისად, უმრავლესობით პარლამენტში ოპოზიცია შევა, რომელიც, იმედია, კოალიციური მმართველობის შექმნას შეძლებს", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ბერძენიშვილმა.