"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის სახლთან - წყნეთში მდებარე აგარაკთან სამართალდამცავები არიან თავმოყრილნი. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე ტელეკამერებით აღჭურვილ პირებიც იმყოფებიან
პრესსამსახურის წარმომადგენები ვერ აკონკრეტებენ რა მიზანს ემსახურება ბურჯანაძის წყნეთის აგარაკთან სამართალდამცავთა ყოფნა.
შეგახსენებთ, რომ ბურჯანაძის კუთვნილი ქონება, პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ თავის დროზე მისთვის 1-ლარად გადაცემული წყნეთის აგარაკი აუქციონზე იყიდება. ქონება აუქციონზე გასაყიდად ხვალ, უკვე მეორედ გავა.
აღსანიშნავია, რომ თავად ბურჯანაძე მამამთილის, რეზო ბიწაძის გარდაცვალების გამო ამჟამად ჭიათურაში იმყოფება.