ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ გამოსცა დირექტივა, რომ გამდიდრებული ურანი, ქვეყნის ფარგლებს გარეთ არ უნდა გაიტანონ. ამის შესახებ Reuters ორი მაღალი რანგის ირანულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამომა მანამდე დაარწმუნა ისრაელი, რომ ირანის მაღალგამდიდრებულო ურანის მარაგები ქვეყნიდან უნდა გაეტანათ და ეს შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პირობა უნდა ყოფილიყო.
თავის მხრივ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ომს დასრულებულად არ ჩათვლის, ვიდრე ირანიდან გამდიდრებულ ურანს არ გაიტანენ, ირანი რეგიონში შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერას არ შეწყვეტს და ბალისტიკური რაკეტების პოტენციალს არ დაკარგავს.
ერთ-ერთი ირანული წყაროს თქმით, ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის კონსენსუსია, რომ გამდიდრებული ურანის მარაგები ირანის ტერიტორიაზე უნდა დარჩეს.
წყაროების ცნობით, თეირანში მიაჩნიათ, რომ ურანის საზღვარგარეთ გატანა ირანს აშშ-ისა და ისრაელის შესაძლო მომავალი თავდასხმების წინაშე უფრო დაუცველს გახდის.