დღეს, 23 იანვარს, 11 საათზე,"ნიუ ჰოსპიტალსში", "ნიუ ჰოსპიტალსსა" და კლინიკის გერმანელ გენერალურ მენეჯერ რაინერ რაშს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
რაინერ რაში არის გერმანიის უმსხვილესი ჰოსპიტლების ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი და აღმასრულებელი ოფიცერი (CEO); მან გერმანიაში აამუშავა და წარმატებით დაამკვიდრა ბაზრის მოწინავე პოზიციებზე კლინიკები და საავადმყოფოები და დანერგა უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურება. რაინერ რაშს აქვს უდიდესი გამოცდილება ამ სფეროში და ნიკა ოქრიაშვილთან ერთად უხელმძღვანელებს "ნიუ ჰოსპიტალსს".
დოკუმენტზე ხელის მოწერის ცერემონიას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე დაესწრება.
ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრო მხარს უჭერს ისეთი პროექტების განხორციელებას, რაც ქვეყანაში თანამედროვე სტანდრტების, მაღალკვალიფიციური სამედიცინო სერვისების დანერგვას შეუწყობს ხელს. სამინისტრო მიესელმება ყველა სახის თანამშრომლობას, რომელიც პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესებას და ქართველი ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებას ემსახურება.
გერმენული მენეჯმენტის შემოსვლით მაღალტექნოლოგიური "ნიუ ჰოსპიტალსის" ყველა სამედიცინო მომსახურება ევროპულ სტანდარტების მიხედვით განვითარდება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გერმანელი სპეციალისტების მოწვევასთან ერთად, ქართველი ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის გერმანიაში გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებასაც უზრუნველყოფს. საქართველოს მოსახლეობას აღარ მოუწევს საზღვარგარეთ ევროპელ სპეციალისტებთან გამგზავრება, დასავლეთ ევროპული ხარისხის ყველა სამედიცინო სერვისი ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს და მეზობელი ქვეყნების მოსახლეობისთვის.
"ნიუ ჰოსპიტალსი არის მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი "ხელოვნების ნიმუში", მაღალკვალიფიციური და გამოცდილი ექიმებით. ჩვენ გვაქვს ყველა აუცილებელი პირობა იყოს საუკეთესო ჰოსპიტალი საქართველოში, დაწყებული თანამედროვე შენობით, საუკეთესო აპარატურით და ყველა სპეციალობის გამოცდილი ექიმებით; რაც არის საფუძველი ვაწარმოოთ უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურება თბილისისა და მთელი საქართველოს მოსახლეობისთვის. უახლოეს თვეებში ნიუ ჰოსპიტალსი სწარაფად მიაღწევს წარმატებას გერმანელი ექიმების, გერმანული პროგრამებისა და სისტემების დახმარებით". - ბრძანა რაინერ რაშმა. "ნიუ ჰოსპიტალსი" უზრუნველყოფს დასავლეთ ევროპული დონის სამედიცინო მომსახურებას, როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარულ დონეზე; ამასთან ერთდ არსებობს სტრატეგიული მიზნები პაცინეტების მაქსიმალური კომფორტის უზრუნველსაყოფად".