კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმღვანელის, გოგი ხუციშვილის განცხადებით, რუსეთის მიერ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაგეგმილი სამხედრო წვრთნები რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. როგორც მან "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა, გარდა არჩევნებისა, რუსეთი ცდილობს აღნიშნული წვრთნებით ძალის დემონსტრაცია მოახდინოს.
"ის ასევე ცდილობს დემონსტრირება მოახდინოს იმ ერთობისა და იმ პატრონაჟისა, რომელსაც რუსეთი უწევს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. მეორე მხრივ, რუსეთი დემონსტრირებას ახდენს ამ წვრთნებით იმისას, რომ ამ ტერიტორიების თავდაცვისუნარიანობას ზრდის. ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ ახლა ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ღებულობს მონაწილეობას ამ არჩევნებში და ამიტომ ცდილობენ, პუტინს დაანახონ მხარდაჭერა ამ არჩევნებზე", - განახცადა ხუციშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
მისი თქმით, ეს ყველაფერი არ ნიშნავს საფრთხის გაზრდას საქართველოს მიმართ.
"მაგრამ სასიამოვნო ნამდვილად არაა, რადგან საერთაშორისოდ აღიარებულ ჩვენს ტერიტორიაზე არის დაბანაკებული შეიარაღებული ძალები და არის უამრავი რაოდენობით სამხედრო ბაზები, როგორც ენგურის გასწვრივ, ასევე აფხაზეთის შიდა ტერიტორიაზე, ახალგორსა და სხვა ტერიტორიებზე", - აღნიშნა ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი 2012 წლის შემოდგომას აფხაზეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და სომხეთში რუსეთს სამხედრო წვრთნები "კავკასია 2012" აქვს დაგეგმილი.