ესპანელი ქირურგების პაციენტმა, რომელმაც მსოფლიოში პირველმა ორივე ფეხის ტრანსპლანტაცია გადაიტანა, სიარული დაიწყო. ოპერაცია 2011 წლის ივლისში ჩატარდა.
ხანგრძლივი სარეაბილიტაციო თერაპიის და რეაბილიტაციის შემდეგ, ვალენსიის კლინიკის სარეაბილიტაციო განყოფილების საცურაო აუზში პაციენტმა პირველი ნაბიჯი გააკეთა.
ექიმების აზრით, რამდენიმე თვის შემდეგ მამაკაცი შესძლებს დახმარების გარეშე გაიაროს.