ტვიტერის ჩანაწერებით ანალიზით, ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბოლო წლებში ადამიანების ბედნიერებისა და სიხარულის დონე განუხრელად მცირდება.
ბედნიერებისა და სიხარულის დონის შემცირება განსაკუთრებით მკვეთრი და ტვალშისაცემი 2011 წლის პირველ ნახევარში იყო.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ბედნიერების გარკვეული "ჩავარდნები" შეიმჩნეოდა 2008 წლის ფინანსური კრიზისის და 2009 წელს H1N1 გრიპის პანდემიის დროს.
მკვლევარების განცხადებით, აღნიშნული პროცესი ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. განსაკუთრებით იზრდება დეპრესიების, ფიზიკური აშლილობისა და მათგან პროვოცირებული სხვადასხვა დაავადებების რაოდენობა.
ხშირია შეძენილი ფობიების რიცხვი.
მასალის გამოყენების პირობები