ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილი ხელისუფლებას მცენარე ამბროზიას პრობლემის მოგვარებას სთხოვს და პარლამენტს მოუწოდებს, სამთავრობო საათზე ამ საკითხზე გაამახვილოს ყურადღება. მისი თქმით, ეს პრობლემა დღეს ყველაზე მეტად თელავის რაიონს აწუხებს.
მისი თქმით, თელავის რაიონში ამბროზიასთან დაკავშირებით მძიმე პრობლემაა შექმნილი და გახშირებულია ალერგიული დააავადებები, რისი ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ამბროზიაა.
მისი ინფორმაციით, თელავის რაიონში ასობითY ჰექტარზეა ეს მცენარე მოდებული, რომელიც იმავდროულად ჭარბ წყალს იწოვს და ნიადაგს ფიტავს.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ამბროზია ასევე დედოფლისწყაროშიც არის მოდებული.
არსენიშვილმა აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნებში ამ პრობლემას ადმინისტრაციული წესით აგვარებენ, სადაც სწორედ ადმინისტრაციული წესით ისჯება ის ადამიანი, ვინც ამ მცენარეს არ ანადგურებს.
`არცერთი განათლებული ქვეყნიდან ტურისტი არ ჩავა ქვეყანაში, სადაც ამბროზია ასე მოდებულია", _ განაცხადა არსენიშვილმა.
სწორედ ამიტომ იგი პარლამენტს პრობლემის გადაჭრის გზების გამოძებნას სთხოვს.