„მრეწველების" ლიდერის ზურაბ ტყემალაძის შეფასებით, ოპოზიციის ზედმეტ აჟიოტაჟს მხოლოდ მაჟორიტარების რაოდენობის გაზრდა მოჰყვა, რაც ხელისუფლებას უნდოდა.
როგორც ტყემალაძემ კონსულტაციების დაწყების წინ განაცხადა, დეპუტატების რაოდენობის 190-მდე გაზრდასთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან აჟიოტაჟის ატეხვა არასწორად მოხდა.
„დღეს ხელისუფლების წინადადებაა მაჟორიტარების 8 ათეულით გაზრდა, მაჟორიტარებისა და პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატების 83-67-ით გადანაწილება, ოპოზიციის ზედმეტმა აქტიურობამ გამოიწვია", - აღნიშნა ტყემალაძემ.
ამასთან, „მრეწველების" ლიდერის შეფასებით, სწორედ ამან უბიძგა ვენეციის კომისიასაც, რომ მოეთხოვა მაჟორიტარების რაოდენობის გაზრდა.
„საბოლოოდ მივიღეთ ის რაც ხელისუფლებას უნდოდა. სახელისუფლებო გუნდი ახლა იტყვის ოპოზიციის მოთხოვნაც შევასრულეთ და ვენეციის კომისიისაცო", - განაცხადა მან.