"მილიარდერ ბატონ ივანიშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობა საქართველოს ხელისუფლებას არ ჩამოურთმევია. მას მოქალაქეობა საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ჩამოერთვა", _ ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძემ "ბი-ბი-სის" კორესპოდენტთან საუბარში გააკეთა.
მისივე თქმით, ბატონი ივანიშვილი ერთდროულად აღმოჩნდა სამი ქვეყნის მოქალაქე - საქართველოს, რუსეთისა და საფრანგეთის და"მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა არა იმიტომ, რომ ივანიშვილმა პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმის განზრახვა გამოთქვა".
"საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საქართველოს მოქალაქეობას იღებს, მას არ აქვს უფლება უკვე ამის შემდეგ მესამე ქვეყნის მოქალაქეობა მიიღოს", _ აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.