"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთ ლიდერ და პარლამენტის დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, მისი პოლიტიკური საქმიანობის გამო დაესხნენ საკუთარ ვაჟს თავს.
"ის ამჟამად გადმოყვანილია სახლში. მას აქვს ტვინის შერყევა და სახეზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები. მასზე თავდასხმა ჩემი პოლიტიკური საქმიანობის გამო განხორციელდა", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას გიორგი ცაგარეიშვილმა.
მისი თქმით, ფაქტის გამოსაძიებლად მათ მიმართეს შესაბამის უწყებას.
"ჩვენ რა თქმა უნდა მივმართეთ პოლიციას. ისინი გუშინ იყვნენ მოსულები და წესით საქმე უნდა აღიძრას", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.