საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გოკა გაბაშვილის შეფასებით, "ქართული ოცნების" პრეზენტაცია გაცვეთილი სახეების წარსულის ნოსტალგიით შეპყრობილი სულისკვეთება იყო.
"მე არ დამრჩა არანაირი სიახლის განცდა. ეს არის ძველი, გაცვეთილი პოლიტიკური სახეები, რომელსაც წლების განმავლობაში ვუყურებთ. ეს ყველაფერი დიდი ხანია ნანახი გვაქვს", - აღნიშნა დეპუტატმა.
გაბაშვილის თქმით, პრეზენტაციაზე ერთადერთი სიახლე კახი კალაძეს მიერ საქართველოს ფეხბურთის ნაკრების დატოვება იყო.