საშა ბარონ კოენი შეუერთდება მსახიობთა ჯგუფს, რომლებიც კვენტინ ტარანტინოს ვესტერნში "განთავისუფლებული ჯანგო" მიიღებენ მონაწილეობას. ბრიტანელი კომიკოსი ითამაშებს ეპიზოდურ, მაგრამ ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვან - ბანქოს მოთამაშის როლს, რომელსაც მოგების სახით პრიზად მთავარი გმირის მეუღლე ერგება.
ფილმის სიუჟეტით, ყოფილი მონა, ჯანგო (ჯეიმს ფოქსი) ძალებს აერთიანებს ცნობილ მონადირესთან (კრისტოფ ვალცი), რათა იპოვოს და გაათავისუფლოს მეუღლე.
მთავარი ბოროტმოქმედის როლი ლეონარო დი კაპრიოს ერგო, რომელიც დაუნდობელ პლანტატორად უნდა გარდაიქმნას.
ფილმში ასევე გადაიღებენ კურტ რასელს. მას ზედამხედველის როლის შესრულება მოუწევს, რომელიც მონებს თეთრი ბატონების გართობისთვის ბრძოლას ასწავლის.
საშა ბარონ კოენს მაყურებელი უახლოეს მომავალში იხილავს მარტინ სკორსეზ ფილმში "დროის მცველი".