პოეტი გენო კალანდია ახალ წიგნზე მუშაობს. როგორც პოეტმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ერთტომეული, სახელწოდებით "ფესვები", წლის ბოლომდე გამოვა.
"წიგნოს სათაური სიმბოლურია, იმიტომ რომ სულ ვცდილობ ფესვები არ დავკარგოთ. ამ სათაურით წიგნი ერთელ უკვე გამოვეცი, მაგრამ ეს ერთგვარი გაგრძელებაა. ასევე, აფხაზეთზე, თავს გადამხდარ უბედურებაზე. რეკვიემი მაქვს დაწერილი. ვერ გამოვდივარ იქიდან", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" კალანდიამ.
როგორც პოეტი აღნიშნავს, მას წლევანდელი ზაფხული შემოქმედებითად დატვირთული ჰქონდა. მან ამ პერიოდში 70 ტრიოლეტი დაწერა.
"ამ ზაფხულს ძალიან ბევრი, დაახლოებით 70-მდე ტრიოლეტი დავწერე და დავარქვი "ტრიოლეტების ზაფხული". ძალიან მიყვარს დაბრუნება წარსულთან. ამასთან დაკავშირებით, ბევრი სონეტი მაქვს დაწერილი", - აღნიშნა კალანდიამ.