საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვით, ქვევრს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ენიჭება.
მინისტრის ბრძანებაში ნათქვამია, რომ მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უძველესი დროიდან დღემდე გავრცელებულ, ღვინის დასაყენებელ და შესანახ თიხის უნიკალურ ჭურჭელს - ქვევრს.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ბრძანება უკვე ამოქმედებულია.