ანზორ აბულაშვილი ორტომეულზე მუშაობს. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" პოეტმა განუცხადა მასში ყველა იმ ლექსს შეიტანს, რომელიც დაუწერია.
„ვმუშაობ ჩემ ორტომეულზე, თუმცა არ ვიცი ამას სიცოცხლეში თუ დავბეჭდავ. მინდა ჩემი ლექსები გავაერთიანო და ტომებად გამოვცე. ამაზე ვმუშაობ, როგორც ჩემი ჯანმრთელობა მაძლევს საშუალებას, ვნახოთ იმედი მაქვს ბოლომდე გავაკეთებ ამ საქმეს", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აბულაშვილმა.
ცნობისთვის, პოეტი 3 მაისს 80 წლის ხდება. ის ავტორია ისეთი ლექსების როგორიცაა „მახარობელი", „ყვარყვარე". მან ლექსების წერა ადრეულ ასაკში დაიწყო, პირველად ოცი წლისამ გამოაქვეყნა გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტში". 1961 წელს ჟურნალმა "ნაკადულმა" გამოსცა ანზორ აბულაშვილის ლექსების პირველი წიგნი.
აღსანიშნავია, რომ ანზორ აბულაშვილის ლექსმა "მახარობელი", რომელსაც წილად ხვდა სახალხო აღიარება და სიყვარული, თავისი ადგილი დაიმკვიდრა პოეზიაში. ის, ასევე მრავალი საბავსვო ლექსის ავტორია.