ნატო-ს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, მოთმინებითა და თანმიმდევრული მუშოაბით იმ სამუშაოს შესრულება, რომელიც ნატო-ში გაწევრიანებისთვის არის აუცილებელი, შესაძლებელია.
"საქართველოს პარლამენტის თავნდჯომარესთან შეხვედრისას ჩვენ განვიხილეთ თქვენი პროგრესი კანონის უზენაესობის გამტკიცებაში, დემოკრატიის გამყარებაში, იმ გამოწვევების წინაშეც ვისაუბრეთ, რომელიც წინ არის. მომავალ წელს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ ახალ პარლამენტს. ეს არჩევნები იქნება მნიშვნელოვანი ინდიკატორი საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების სიმყარის. საქართველო უკვე არის ძლიერი პარტნიორი. მე მოველი იმ დღეს, როდესაც თქვენ იქნებით ძლიერი წევრი ჩვენი ალიანსისა. ამაზე შევთანხმდით ბუქარესტის სამიტზე. გაწევრიანება ნებისმიერი ქვეყნისთვის წარმოადგენს რეფორმებს, მზაობას და ა.შ. პარლამენტი განაგრძობს მნიშვნელოვანი როლის შესრულებას ამ პროცესში. მოთმინებით და თანმიმდევრული მუშაობით ეს სამუშაო შეიძლება განხორციელდეს. საქართველოს სურს ამის გაკეთება და ნატო მხარს დაგიჭერთ ამის გაკეთებაში", - განაცხადა რასმუსენმა.
მისი თქმით, ნატო-ს ელჩებისთვის პატივია საქართველოს პარლამენტში სტუმრობა, რადგან პარლამენტი არის უაღრესად მნიშვნელოვანი ორგანო ყველა დემოკრატიული ქვეყნისთვის.
"დემოკრატია კი არის საფუძველი საქართველოს წარმატების. ქართველ ადამიანს, საქართველოს მოსახლეობას სურს იცხოვროს თანამედროვე დემოკრატიაში. საქართველომ უკვე მიაღწია ბევრს", - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.