გია უჩავა მიიყვანეს იქ და ზეწოლის ქვეშ დააწერინეს ეს აღიარებითი ჩვენება. აცხადებს "სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი.
"უჩავას, როგორც ძლიერ პოროვნებას ვიცნობდი, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ის გატეხეს და მუქარისა და ზეწოლის ქვეშ დააწერინეს ეს ყველაფერი. იგი წამლების ზემოქმედების ქვეშ იყო", _ აცხადებს ირაკლი ბათიაშვილი და აღნიშნავს, რომ ეს აღიარებითი ჩვენება არის სირცხვილი.
"უჩავა წამლის ქვეშ იყო და ამას ადვოკატები ამბობენ. ჯერ ერთი ეს აღიარებითი ჩვენება რაც მან გააკეთა არის სირცხვილი, მეორე - რომ ამბობს საკრებულოში ვგეგმავდით შეჭრასო, თქვენ არ იცით როგორ აწერინებენ ჩვენებებს დღეს საქართველოში?- გაგაჩერებენ და დაგაწერინებენ, რომ თქვენ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტს გეგმავდით და თქვენ ამას დაწერთ", _ აცხადებს ირაკლი ბათიაშვილი და პოლიტიკურ სპექტრს ვინც ამ ჩანაწერებზე საუბრობს მოუწოდებს თავი არ შეირცხვინონ.