2011 წელს საქართველოში ტურიზმში სუამ-ის წევრი სახელმწიფოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა საქართველოში უამაღლეს დონეზე გაიმართება და მასში მონაწილეობას სუამ-ის წევრი სახელმწიფოების ტურისტული უწყებების მეთაურები მიიღებენ.
ტოკიოში ტურიზმში სუამ-ის ქვეყნების სამუშო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს (13 თებერვლიდან 26 თებერვლის ჩათვლით), რომელშიც ტურისტული ადმინისტრაციისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები მონაწილეობენ. სუამ-ის სამდივნოს ინფორმაციით, ამჟამად ბოლო ფაზაშია სუამი-იაპონიის ერთობლივი ტურისტული პროდუქტის შემუშავება, რომლის შექმნის გადაწყვეტილებაც 2010 წელს უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრაზე ბაქოში იქნა მიღებული.
სამუშაო ჯგუფის მოქმედ თავმჯდომარე ქვეყანას, საქართველოსრეკომენდაცია მიეცა, განიხილოს საქართველოში შემდგომი სამუშაო ჯგუფის ჩატარების საკითხი, უწყებების ხელმძღვანელების მონაწილეობით. ტურიზმში სუამის წევრის სახელმწიფოების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, საქართველოში, სავარაუდოდ, 2011 წლის მერე კვარტალში ჩატარდება.