უხვი ნალექის გამო ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხავში მარიამ ღვთისმშობლის სახელობის შუასაუკუნეების ეკლესიის გალავანი ჩამოინგრა.
გავრცელებული ინფორმაციით, ლიხავის მოსახლეობა სპეციალური კომისიის შექმნასა და ეკლესიის აღდგენას ითხოვენ. ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია მე-14 საუკუნეშია აგებული.