იუსტიციის ყოფილი მინისტრი რატი ბრეგაძე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროხესზე იმყოფებოდა, აცახდებს, რომ სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხზე საუბარი არ სურს.
მისი თქმით, ის დღეს დარბაზში დიდი ხნის მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის სანახავად იმყოფებოდა.
"გეუბნებით ძალიან პირდაპირ და გახსნილად - დღეს მე სასამართლოში მოსული ვიყავი იმიტომ, რომ მენახა ჩემი დიდი ხნის მონატრებული მეგობარი. ამის მეტის თქმას არ ვაპირებ. სხვა ყველაფერზე იმსჯელებს სასამართლო და გამამტყუნებელ ან გამამართლებელ განაჩენს მიიღებს სასამართლო. მე ვიყავი მოსული ჩემს მეგობართან, მინდოდა გამემხნევებინა", - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
კითხვაზე, სჯერა თუ არა რომ ღარიბაშვილმა კორუფციული დანაშაული ჩაიდინა, მან ასე უპასუხა:
"ყველაფერზე სასამართლო იმსჯელებს, მე შემიძლია ვთქვა ის, რომ მე ნამდვილად ამაყი ვარ, რომ მომიწია ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მუშაობა, სხვა ყველაფერზე იმსჯელებს სასამართლო. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ემოციურია, მე რა თქმა უნდა, ვარ სუბიექტური, ყველაფერზე სასამართლო იმსჯელებს. მე ვიყავი ჩემი მეგობრის სანახავად მოსული, მინდა მას ვუსურვო მხნეობა და ის, რომ ოჯახს მალე დაუბრუნდეს", - განაცხადა ბრეგაძემ.